მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

Erasmus+ Jean Monnet Module პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში

Erasmus+ Jean Monnet Module პროექტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში

11-04-2022 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ლექცია-სემინარების კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ დამთავრდა.
ლექცია-სემინარები მიმდინარეობდა პროექტის „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია“ ფარგლებში.
პროექტის მიზნობრივი ჯგუფები იყო: უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები.
სულ პროექტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო 400-მდე სტუდენტმა.
პანდემიის გამო სალექციო კურსები მიმდინარეობდა დისტანციური სწავლებით. რომელსაც უნივერსიტეტი უზრუნველყოფდა სპეციალური ელექტრონული პლატფორმით.
ლექციებს აღნიშნული პროექტის კოორდინატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ემზარ ფაჟავა კითხულობდა.
პროექტის ფარგლებში სტუდენთებისთვის მომზადდა სალექციო კურსი „ევროპული იდეა და საქართველოს ევროინტეგრაცია.“
აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნქციონირებს ვებგვერდი (jeanmonnet.gtu.ge) ქართულ და ინგლისურ ენებზე, სადაც პროექტის მიმდინარეობის შესახებ ხდება მასალების განთავსება.
ლექცია-სემინარები გრძელდებოდა სამი წლის განმავლობაში (2019-2022 წლები).
პროექტი ხორციელდება Erasmus + Jean Monnet Module მხარდაჭერით.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11