მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პროფესორ შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პროფესორ შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნა

08-04-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პროფესორ შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დავით გურგენიძე; სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები; შუქრი საბიაშვილის მუღლე ლალი ნიკოლაშვილი; შვილი, დიპლომატი კონსტანტინე საბიაშვილი; კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია; ბიზნესმენი ნატალია კოპალეიშვილი; სატრანსპოტრო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები.

„დღეს უნივერსიტეტისათვის მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ პატივს მივაგებთ ადამიანს, რომელმაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აღმშენებლობის საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. ბატონმა შუქრიმ აღზარდა დარგის არაერთი წარმატებული სპეციალისტი. ადამიანები, რომლებიც საავტომობილო მიმართულებას ემსახურებოდნენ და ემსახურებიან. ადამიანები, რომლებაც დიდი წვლილი შეიტანეს დარგის განვითარებაში.  სახელმწიფომ ბატონი შუქრის ღვაწლი სათანადოდ დააფასა. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შუქრი საბიაშვილი 1998 წელს ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების სახელის უკვდავსაყოფად კიდევ არაერთი აუდიტორია გაიხსნება. მომავალმა თაობებმა უნდა იცოდნენ ვინ აშენებდა საქართველოს, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე და იცოდნენ ღირსეული წინაპრების შესახებ,  სათანადოდ დააფასონ ისინი“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც ღონისძიების მონაწილეებმა, შუქრი საბიაშვილის კოლეგებმა, აღზრდილებმა აღნიშნეს, პროფესორის მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აქტიურ და დაუღალავ საქმიანობას უკავშირდება.  


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11