მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდა

07-04-2022



საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი და სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტისა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სტუ-ის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრას ესწრებოდნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორები: გიორგი ცივქარაშვილი, ივანე ნონიევი და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენელი კირსტენ უინთერ ვესტგაარდი.

შეხვედრაზე განიხილეს სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტსა და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის დევი ხვედელიანის განცხადებით, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტი აქტიურადაა ჩართული ინტერნაციონალიზაციაში.

„ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორებსა და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის პირველი შეხვედრა 2021 წლის 20 ოქტომბერს შედგა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს როგორც გაცვილითი პროგრამების ფარგლებში, ასევე ინდივიდუალურად, წარმატებული სტუდენტების ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის გაგრძელების შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის აღწერა და პრეზენტაცია, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის დაფინანსებას. სწორედ ამ თემას ეხებოდა დღევანდელი შეხვედრა, რაც წინა შეხვედრის ლოგიკური გაგრძელებაა. მხარეებმა განვიხილეთ დეტალები, დაისახა სამომავლო გეგმები“, - აცხადებს დევი ხვედელიანი.

ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატის წარმომადგენელმა კირსტენ უინთერ ვესტგაარდმა,  ხაზი გაუსვა ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. ისაუბრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე მომავალი, წარმატებული თანამშრომლობისთვის.

შეხვედრაზე კირსტენ უინთერ ვესტგაარმა აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სასერთიფიკატო გამოცდის დაფინანსებას და იმისათვის, რომ სტუდენტი აღნიშნულ პროგრამაში ჩაერთოს აუცილებელი პირობაა ინგლისური ენისა და ტექნიკური საგნების მაღალ დონეზე ცოდნა.

ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ნორვეგიის წყლის რესურსებისა და ენერგეტიკის დირექტორატთან ერთად პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს.

ამჟამად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი, სამი მეორე კურსელი, ერთი კი პირველკურსელი სტუდენტი სწავლობს სამაგისტრო პროგრამაზე.

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11