მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

UNESCO ახალგაზრდა მკვლევარებისთვის გრანტის მისაღებად განაცხადების მიღებას აცხადებს

UNESCO ახალგაზრდა მკვლევარებისთვის გრანტის მისაღებად განაცხადების მიღებას აცხადებს

07-04-2022

UNESCO  ახალგაზრდა მკვლევარებისთვის აცხადებს განაცხადების მიღებას 2022 წლის  გრანტის Silk Roads Youth Research Grant მისაღებად.

აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს UNESCO-ს ინიციატივას, რომელიც ხორციელდება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მხარდაჭერით. გრანტის  მოსაპოვებლად, კანდიდატის კვლევა უნდა მოიცავდეს საკითხებს, რომლებიც ეხება აბრეშუმის გზის ზიარ მემკვიდრეობას, აბრეშუმის გზის მრავალფეროვნებას და მის როლს თანამედროვე საზოგადოებების შემოქმედებაში, კულტურათაშორის დიალოგში, სოციალურ ერთიანობაში, რეგიონალურ და საერთაშორისო თანამშრომლობაში, ასევე მდგრად მშვიდობასა და განვითარებაში. 

კონკურსის პირობების თანახმად, 12 გრანტი  35 წლამდე ახალგაზრდა მკვლევარზე გაიცემა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 31 მაისი.  გამარჯვებულები  2022 წლის სექტემბერში გამოვლინდებიან. გრანტის ოდენობა შეადგენს  10,000 აშშ დოლარს.

განაცხადების წარდგენა ხდება ელ-ფოსტის - silkroadsgrant@unesco.org მეშვეობით, ინგლისურ ენაზე. 

დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://en.unesco.org/silkroad/youthgrant

 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11