მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“ - კონფერენცია სტუდენტებისთვის

„თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“ - კონფერენცია სტუდენტებისთვის

07-04-2022

11 ივნისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმის ორგანიზებით სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“ გაიმართება,  რომელშიც მონაწილეობის მიღება  საქართველოში რეგისტრირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს შეუძლიათ.

კონფერენციის მიზნებია:

თანამედროვე ეკონომიკური პროცესებისა და გამოწვევების განხილვა;

- ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება;

- კვლევების წახალისება;

- უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ურთიერთთანამშრომლობა.

კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული.

კონფერენცია გაიმართება ონლაინ, Google Meet - ის პლატფორმის საშუალებით.

კონფერენციაში მონაწილეობა და ნაშრომის წარდგენა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ისე თანაავტორობით.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2022 წლის 30 აპრილის ჩათვლით უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/q5VycMKefewhw6T38

კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობის შემთხვევაში გაიცემა ორენოვანი სერთიფიკატი.

შერჩეული ნაშრომები დაიბეჭდება სამეცნიერო კრებულში- „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“.

გამარჯვებული ავტორების სტატიები გამოქვეყნდება  სოციალურ მედიაში.

კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: FB ღონისძიება  

საქართველოს ეკონომიკური განვითარების პლატფორმა

Georgian Economic Development Platform

მნიშვნელოვანი თარიღები: 

5 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით - მონაწილეთა მიერ განაცხადის ფორმის შევსება.

10 მაისი - კონფერენციის შემდეგ ეტაპზე მონაწილე ნაშრომების გამოვლენა;

31 მაისი - საბოლოო ნაშრომების წარმოდგენა;

11 ივნისი - კონფერენციის გამართვა, ნაშრომების წარდგენა;

10 ივლისი - კონფერენციაში მონაწილე სტუდენტების ნაშრომების

კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ მისამართზე: Google form  - სამეცნიერო კონფერენცია „თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები 2022“ 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 

conferencegedp2022@gmail.com


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11