აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის წარჩინებული სტუდენტებისთვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს აცხადებს.
სტიპენდია ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების შესწავლის მოტივაციის ამაღლებას, მათი ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებასა და პროფესიონალებად ჩამოყალიბებას.
აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოპოვება შეუძლიათ მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილ სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მოსწრება არის 80% და მეტი, აქვთ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობდნენ სამეცნიერო კონფერენციებში და არიან საზოგადოებრივად აქტიურნი.
დაინტერესებულმა პირებმა იხილეთ დანართი.
ცნობისათვის: ,,აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის დაწესებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის N11 დადგენილება 2017 წლის 12 სექტემბერით თარიღდება. იხილეთ დადგენილება.