მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პროფესორ შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია იხსნება

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე პროფესორ შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია იხსნება

05-04-2022

6 აპრილს,  13: 00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო  სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე  პროფესორ შუქრი საბიაშვილის სახელობის აუდიტორია იხსნება.

პროფესორ შუქრი საბიაშვილის მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში და შემდეგ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აქტიურ საქმიანობას უკავშრდება.  ის იყო ავტომექანიკური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე და  შემდგომ ამავე ფაკულტეტის დეკანი.

 

1978  წელს ავტომექანიკური ფაკულტეტის ბაზაზე, მისი უშუალო აქტივობით,   საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტი ჩამოყალიბდა, რომლის დეკანიც იყო პროფესორი შუქრი საბიაშვილი ამ ფაკულტეტის არსებობის მანძილზე. საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტის დეკანის რანგში პროფესორი შუქრი საბიაშვილის ხელმძღვანელობით საავტომობილო დარგის ყველა მიმართულებით მრავალი კვალიფიციური კადრი აღიზარდა.

 

1990 წელს საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტისა და სატრანსპორტო ფაკულტეტის ბაზაზე სატრანსპორტო ინსტიტუტი დაარსდა,  რომლის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში  იყო პროფესორი შუქრი საბიაშვილი, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით  ამ პერიოდში განხორციელდა  სასწავლო პროგრამების მნიშვნელოვანი განახლება.  

 

1995 წლიდან სატრანსპორტო ინსტიტუტს ეწოდა სატრანსპორტო ფაკულტეტი და მისი დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში  იყო პროფესორი შუქრი  საბიაშვილი 2006 წლამდე.

2006 წელს,  სატრანსპორტო ფაკულტეტისა და მექანიკა-მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ბაზაზე სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი დაარსდა, სადაც პროსორმა შუქრი  საბიაშვილმა მოღვაწეობა პროფესორის რანგში გააგრძელა.

პროფესორმა შუქრი  საბიაშვილმა, როგორც კარგმა ხელმძღვანელმა, ორგანიზატორმა  და პროფესორმა, საინჟინრო კადრების მომზადების საქმეში

მნიშვნელოვანი წვლილი  შეიტანა.   


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11