მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

ევროკავშირის დაფინანსებით „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

05-04-2022

13 აპრილს „საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამის“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება, რომელიც  ევროკავშირის მიერ არის დაფინანსებული.  პროგრამას ახორციელებს გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD).

პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სექტორის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას, საერთაშორისო კავშირების დამყარების პროცესში საქართველოს მკვლევართა მხარდაჭერის გზით. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მკვლევართა მობილობის  საგრანტო კონკურსის ადმინისტრირება.

საინფორმაციო შეხვედრაზე მსურველები საგრანტო კონკურსის პირობებს გაეცნობიან,  რომელიც ითვალისწინებს მკვლევართა და ინოვატორთა კვლევითი ვიზიტის დაფინანსებას ევროკავშირის წევრ ქვეყნებში.

 შეხვედრის ფარგლებში სამიზნე აუდიტორიას მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

-მობილობის საგრანტო კონკურსის აღწერა, მისი მიზნები და ამოცანები;

-კონკურსის ადმინისტრირების კალენდარი;

-კვლევითი ვიზიტის ხანგრძლივობა და ბიუჯეტი;

-სამიზნე აუდიტორია და კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები;

-განაცხადების მიღების პროცესი;

-მოსალოდნელი შედეგები და ვალდებულებების შესრულების ინდიკატორები.

შეხვედრის მუშაობა, ისევე, როგორც კონკურსის ადმინისტრირება ინგლისურ ენაზე წარიმართება.

დაინტერესებულმა პირებმა  მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, მიმდინარე წლის 8 აპრილის დღის ბოლომდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

11 აპრილს, დასწრების უკვე რეგისტრირებული მსურველები   შეხვედრის ზუსტი დროისა  და მისამართის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. 

                                                                 

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11