საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი და გარემოს დაცვის ეკოცენტრი გაცნობებთ, რომ 2022 წლის 20-24 ივლისს ტარდება XI საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.
გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და გამოაგზავნოთ სამეცნიერო სტატიები კონფერენციის ელექტრონულ ფოსტაზე- gtu100conf11@gmail.com ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად. სტატიების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 9 მაისი.
იხილეთ სტატიების გამოქვეყნების პირობები.