მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

01-04-2022

კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

·       ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების განყოფილების გამგის (1.0 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;

·       გამოთვლითი მეთოდების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის (0.5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;

·       გამოთვლითი მეთოდების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე.

განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 10 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, 1100-დან 1600 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, გრ. ფერაძის ქ.#4, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახი #201, საკონტაქტო პირი ნინო ბოკუჩავა, ტელ: 595 65 80 27.

უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 17 მაისს.  კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 18 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, ინსტიტუტის ვებგვერდზე:  http://micm.edu.ge/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით.

განყოფილების გამგის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევ კონკურსანტ(ებ)თან გასაუბ­რე­ბა და კენჭისყრა ჩა­ტარ­დე­­ბა 2022 წლის 18 მაისს. კენჭისყრის შედეგები სა­მეც­ნი­­ერო საბჭოს მიერ გა­მო­ცხად­დება კენჭისყრის დასრულებისთანავე 18 მაისს და გამოიკვრება ინ­ს­ტიტუტში თვალსაჩინო ად­გილზე და გამოქვეყნდება ვებ-გვერ­დზე http://micm.edu.ge/. კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბის წესის დარ­ღვევასთან დაკავშირებით გან­ცხა­დე­­ბე­ბი/სა­ჩივრები სა­მეც­ნიერო საბჭოში მიიღება 23 მაისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (კონკურსის ჩატარების დრო, ადგილმდებარეობა და სხვა) გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://micm.edu.ge/

საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) განყოფილების გამგის   თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რო­მელ­­საც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლე­­ვითი საქ­მიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სა­მეცნიერო-კვლე­ვით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სა­მეცნიერო თა­ნამ­დებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლი­კა­ცი­ებ­საც), ბოლო 5 წლის გან­მავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სა­მეც­ნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ ერთი - იმპაქტ-ფაქტორიან (Web of Science) ჟურნალში, ხოლო დანარ­ჩე­ნი პუბ­ლიკაციებიდან არანაკლებ სამი - Scopus-ში ინდექ­სირებულ ჟურნალში.

გ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 3 (სამი) – Scopus -ში ინდექსირებულ ჟურნალში.

დ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 (ორი) – Scopus -ში ინდექსირებულ ჟურნალში. ეს უკანასკნელი მოთხოვნა არ ვრცელდება პირზე, თუ ის პირველად იღებს მონაწილეობას მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში.

მეცნიერის (განყოფილების გამგის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ინსტიტუტის ვებგვერდზე http://micm.edu.ge/ ) აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ და ინსტიტუტის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიისა და სამეცნიერო საბჭოს მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11