მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პრაქტიკული სემინარი - "თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება"

პრაქტიკული სემინარი - "თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება"

01-04-2022

16-17 აპრილს, ICOMOS  საქართველო გამართავს ვორკშოფს თემაზე - "თბილისური ისტორიული სახლის ტრადიციული დუღაბის მომზადება და გამოყენება"

ICOMOS საქართველო ვორკშოფში მონაწილეობის მისაღებად იწვევს სტუდენტებს, ახალგაზრდა სპეციალისტებს და მშენებელ - კალატოზებს! ორდღიანი სერტიფიცირებული პრაქტიკული ვორკშოფის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან თბილისური დუღაბის და ტრადიციული კირის დუღაბის კვლევის შედეგებს, მომზადების ტექნოლოგიას და მონაწილეობას მიიღებენ პრაქტიკულ აქტივობებში.

ვორკშოფის მიზანია ცნობიერების ამაღლება კულტურული მემკვიდრეობის როლის შესახებ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, საპილოტე პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევების შედეგების და მიღებული გამოცდილების გაზიარება - დაინტერესებული სპეციალისტებისთვის და სტუდენტებისთვის თბილისური საცხოვრებელი სახლების მშენებლობაში გამოყენებული დუღაბის მახასიათებელების, მისი მომზადების ტექნოლოგიისა და გამოყენების სპეციფიკის გაცნობა. 

რეგისტრაციისთვის დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: info@icomos.org.ge

პრაქტიკულ სემინარზე გათვალისწინებული იქნება კორონავირუსის რისკების თავიდან აცილებისთვის საჭირო ყველა ინსტრუქცია, რისი შესრულებაც აუცილებელია ყველა მონაწილისთვის. 

18 აპრილს ვორკშოფი ძეგლების და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ჩატარდება.

2022 წელს საერთაშორისო ICOMOS გვთავაზობს თემას: „მემკვიდრეობა და კლიმატი“,   რაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის როლს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ქმედებაში.

დაინტერესებულმა პირები სემინარის შესახებ დეტალური ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულზე.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

ICOMOS საქართველო

ICOMOS Georgia

Tel.: (995 32) 98 45 27

Mob.: (995 551) 56 59 34


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11