მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1-2 ივლისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 1-2 ივლისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“

31-03-2022

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 1-2 ივლისს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მსოფლიო მევენახეობა-მეღვინეობა: ისტორია, თანამედროვეობა და მდგრადი განვითარების პერსპექტივები“.

კონფერენციის ორგანიზატორები არიან:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ფაკულტეტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი; იტერ ვიტის საქართველო; მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრი (სტუ).

კონფერენციის ოფიციალური პარტნიორები არიან, ღვინის კომპანიები: „ELDA CANTINE“, „TORREVENTO” (იტალია), „Iter Vitis – Les Chemins de la Vigne“ - ევრო საბჭოს კულტურული მარშრუტები (იტალია), ISLE - ს მდგრადი განვითარების ასოციაცია  (საფრანგეთი). ასევე:  გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი (გერმანია), ფოჯას უნივერსიტეტი (იტალია), პალერმოს უნივერსიტეტი (იტალია), მილანის უნივერსიტეტი (იტალია), ტარაგონას უნივერსიტეტი (ესპანეთი), არიელის უნივერსიტეტი (ისრაელი), ღვინის ეროვნული სააგენტო (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო), სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო), საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, გორის მუნიციპალიტეტის მერია, კასპის მუნიციპალიტეტის მერია, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია.

დეტალები იხილეთ ბმულზე

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11