მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს

31-03-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ცენტრში შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

·       მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;

·       მეცნიერი თანამშრომლის (0.5 საშტატო ერთეული) თანამდებობაზე;

განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 29 აპრილიდან 02 მაისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, კოსტავას ქ.#77, VI კორპ., ოთახი #215ა, პასუხისმგებელი პირი ნანა გამყრელიძე, ტელ: 599 51 86 83.

კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 5 მაისს.  კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 5 მაისს, საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე, ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/testcms/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 10 მაისის ჩათვლით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა, ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/testcms/

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე https://gtu.ge/testcms/ აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) CV - ავტობიოგრაფია;

დ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი/საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და სენსორული ელექტრონიკისა და მასალათმცოდნეობის სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში, უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11