საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო კლასტერი „სახელმწიფო-სამართალი-კულტურა“ ქართველი და უცხოელი მეცნიერების მონაწილეობით მუდმივმოქმედ სემინარებს აგრძელებს. კლასტერის ფარგლებში იმართება ბლოკ-სემინარი: „თანამედროვე დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფოს გამოწვევები და ტრანსფორმაციის გზები“, რომელსაც სტუ-ის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწვეული ემერიტუს-პროფესორი, ანდრეას არნდტი უძღვებიან.
ბლოკ-სემინარში მონაწილეობას სხვადასხვა უცხოელი და ქართველი მეცნიერები იღებენ: პროფ. ა. პოლმანი (გერმანია-ბერლინი), პროფ. ი. ზოვკო (ხორვატია-ზადარი), პროფ. ზ. კრასნოდებსკი (პოლონეთი-კრაკოვი/გერმანია-ბრემენი), პროფ. ა. არნდტი (გერმანია-ბონი), პროფ. თ. კობუში (გერმანია-ბონი), პროფ. ნ. ლარგიერი (კალიფორნია-ბერკლი), პროფ. ლ. ბრეგვაძე (საქართველო-თბილისი); სტუ-ის ახალგაზრდა მკვლევრები: ი. თაბორიძე, ქ. რჩეულიშვილი, გ. კაშიბაძე, დ. გალაშვილი, მ. ხაზარაძე.
ბლოკ-სემინარი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო უნივერსიტეტთან კოლაბორაციით ხორციელდება, რომელთა წარმომადგენლებიც არიან პროფესორი გიგა ღავთაძე და რექტორი თეონა ხუფენია.
ბლოკ-სემინარის ფარგლებში, 25 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება გერმანელი ფილოსოფოსის, ალის სალმონის უმაღლესი სასწავლებლის პროფესორის არნდ პოლმანის ონლაინ-მოხსენება „ომი ადამიანის უფლებათა სახელით? პრაქტიკული ფილოსოფიის წვლილი შესაძლო დილემის გადაჭრაში“
30 მარტს, 11:00 საათზე კი, ხორვატიელი ფილოსოფოსის, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ინსტიტუტის პრეზიდენტის, ჰეგელის ყოველწლიური კრებულის კო-ედიტორის იურე ზოვკოს ონლაინ-მოხსენება „აღზრდის ჰეგელისეული კონცეპტის აქტუალობა“.
შეხვედრის ლინკი ონლაინ-მოხსენებებისთვის:
https://us06web.zoom.us/j/3512874689?pwd=WkNZa2hhUVlZcVNzSjlJMXRVMnJ6QT09
Zoom ID: 351 287 4689
Password: gtu2020