მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სორბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სორბონის უნივერსიტეტის დოქტორანტის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა

15-03-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სორბონის უნივერსიტეტის დოქტორანტმა, ნინო ცხოვრებაშვილმა სადოქტორო ნაშრომი დაიცვა.

დაცვა ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

დოქტორანტის თემის - „პერსონალურ მონაცემთა დაცვა და იურიდიული დოკუმენტების ავტომატიზირებული გადამოწმება“ ((La protection des données à caractère personnel  et la vérification automatisée d’actes juridiques) - ხელმძღვანელია საფრანგეთის უნივერსიტეტების გაერთიანების უფროსი წევრი, მრავალი პუბლიკაციის ავტორი და ცნობილი კრიპტოლოგი, პროფესორი დავიდ ნაკაში.

სადოქტორო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ: ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე; ფაკულტეტის მენეჯერი ზაზა ბუაჩიძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპრატმანეტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი.

აღსანიშნავია, რომ სადისერტაციო კომისიის წევრები არიან, როგორც ფრანგი, ასევე მოწვეული ქართველი პროფესორები. საქართველოს მხრიდან კომისიას წარმოადგენენ, პროფესორები: ლია პეტრიაშვილი, რევაზ კაკუბავა და იოსებ ქართველიშვილი.

დისერტაციის დაცვის შედეგების მიხედვით, დოქტორანტს მიენიჭა პანთეონ-სორბონის  (Université Paris 1 Panthéon-Sorbonne) დოქტორის აკადემიური ხარისხი, ინფორმატიკის სპეციალობით.

დოქტორი ნინო ცხოვრებაშვილი ხელშეწყობისა და თანამშრომლობისათვის, მადლობას უხდის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს,  პროფესორ დავით გურგენიძეს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხელმძღვანელობას და საერთაშორისო ურთიერთობების დეპრატმანეტს.

ცნობისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი თანამშრომლობს საფრანგეთის ისეთ უმაღლეს საგანმანათლებლო სკოლებთან, როგორიცაა: რენის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტი, უნივერსიტეტი რენი 1, მონპელიე სუპაგრო ISA Lille უნივერსიტეტი, ISEN Lille უნივერსიტეტი და  უნივერსიტეტი პარიზ-ნანტერი.

ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის პროექტ „ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის“ კონსორციუმის წევრი, რომელშიც ქართულ უნივერსიტეტებთან ერთად, ფრანგული უნივერსიტეტიც მონაწილეობს. ექვსი ფრანგული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში  (UFG) პროფესიული ბაკალავრის, ბაკალავრისა და მაგისტრატურის პროგრამებს განახორციელებენ შემდეგ მიმართულებებში: ტურიზმი და კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩინება, კვების ტექნოლოგიები, მეღვინეობა და მევენახეობა, ინფორმატიკა და გამოყენებითი მათემატიკა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11