მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი - ლიეტუვის 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამები

ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი - ლიეტუვის 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამები

15-03-2022 ლიეტუვის განათლების, მეცნიერების და სპორტის სამინისტროსთან არსებული გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს 2022 წლის სასტიპენდიო პროგრამებს ლიეტუვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

აღნიშნული პროგრამები განკუთვნილია სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის, „აღმოსავლეთ
პარტნიორობის“ ქვეყნების მოქალაქეებისთვის.

სამაგისტრო პროგრამები და ინტეგრირებული კვლევები განსაზღვრულია სწავლის ხანგრძლივობის 2 წლამდე ვადით. სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.

მოკლევადიანი სასწავლო პროგრამების ფარგლებში (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას 420 ევროს ოდენობით, ხოლო დოქტორანტები - 840 ევროს. ასევე, მიიღებენ გრანტს რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.

ლიეტუვური ენის მოკლევადიანი სასწავლო პროგრამა (ხანგრძლივობა 1 ან 2 სემესტრი) სტუდენტებს სთავაზობს ყოველთვიურ სტიპენდიას 630 ევროს ოდენობით და გრანტს, რომელიც უზრუნველყოფს სწავლის გადასახადის სრულად დაფარვას.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11