აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და ახალგაზრდა საჯარო მოხელეთა აუდიტორია ,,ასმა", 2022 წლის 10 აპრილს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას: „შავი ზღვის ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოებისა და თავისუფლების ძიებაში“.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს.
სამუშაო ენა: ქართული
ფორმატი: ჰიბრიდული (პირისპირ და დისტანციურად)
კონფერენცის დაწყების დრო: 2022 წლის 10 აპრილი, 11:00 სთ.
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები და მნიშვნელოვანი თარიღები:
· მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა (იხ. ბმული: https://forms.gle/m7ftnLF3AafMWXQu8 ) უნდა შეავსონ 25 მარტის ჩათვლით;
· გამოგზავნეთ ანოტაცია ელ-ფოსტაზე: asma@eeu.edu.ge არაუგვიანეს 31 მარტისა;
· შერჩეული ანოტაციების ავტორები კონფერენციაში მონაწილეობის დადასტურებაზე პასუხს მიიღებენ მითითებულ ელფოსტის მისამართზე, 05 აპრილის ჩათვლით.
დამატებითი მოთხოვნები:
· წარმოდგენილ საკონფერენციო ნაშრომს უნდა ჰყავდეს ერთი ან მაქსიმუმ ორი ავტორი;
· კონფერენციის თეზისები გამოქვეყნდება იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი თეზისები იქნება შესაბამისობაში კონფერენციის მიზანთან და გაფორმდება მოთხოვნის შესაბამისად:
- ენა - ქართული;
- გვერდის ფორმატი - A4;
- შრიფტი - Sylfaen;
- შრიფტის ზომა - 11;
- ინტერვალი - 1.15
- ტექსტის მოცულობა: 400-600 სიტყვა;
- თეზისი უნდა მოიცავდეს - მოხსენების სათაურს, ინფორმაციას ავტორზე (სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, ფაკულტეტი, პროგრამა; ელ-ფოსტა)
კონფერენციაში მონაწილე თითოეულ სტუდენტს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
კონფერენციის განხორციელების ადგილი: აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ახალი კამპუსი (ქ. თბილისი, ი. ენუქიძის ქუჩა 6, აშშ-ის საელჩოს მიმდებარედ) და დისტანციურ ფორმატში: MS Teams პლატფორმის გამოყენებით.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიწერეთ: asma@eeu.edu.ge