მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია სლოგანით - „არა ომს, არა ნგრევას და არა სიკვდილს“ ჩატარდა

საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია სლოგანით - „არა ომს, არა ნგრევას და არა სიკვდილს“ ჩატარდა

14-03-2022



საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტისა და სტუ-ის გენდერული თანასწორობის კვლევითი ცენტრის ინიციატივით  რიგით მეექვსე საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენცია- „მსოფლიო და გენდერი -6“ ჩატარდა.

კონფერენციაში  საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა უნივერსიტეტების, ასევე ჩინეთის ლანჯოუსა და იტალიის ლა საპიენცას უნივერსიტეტების 55 წარმომადგენელი მონაწილეობდა.

„მსოფლიო და გენდერი -6“ სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა. მან მონაწილეთა სახელით სოლიდარობა გამოუცხდა საომარ მდგომარეობაში მყოფ უკრაინის მოსახლეობას.  

„კონფერენციის სლოგანია - „არა ომს, არა ნგრევას და არა სიკვდილს“, რაც დღეს, როცა მსოფლიო შეშფოთებული ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, აქტუალურია ისე, როგორც არასდროს. ქალის როლი კი ასეთ ვითარებაში განუზომლად დიდია, ეს კარგად გამოჩნდა საქართველოს უახლეს ისტორიაში და კარგად ჩანს დღეს, უკრაინის მაგალითზე“, - განაცხადა ირაკლი გაბისონიამ.

საერთაშორისო კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა: ემიგრაცია, ქალის როლი ბიზნესში, პოლიტიკაში, მეციერებაში და სხვა.

კონფერენციის მონაწილე ქალმა მეცნიერბმა შეიმუშავეს სოლოდარობის მიმართვა უკრაინელი ხალხისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი ქალებისადმი და  უკრაინელ ხალხს ამ ურთულეს წუთებში მშვიდობა, მხნეობა, გამძლეობა უსურვეს.

კონფერნციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ 2008 წლიდან საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომ მათ კარგად იციან ომის სიმძიმე და მისი შედეგები. ქართველი დედები, როგორც მშვიდობის, შერიგებისა და მიმტევებლობის მომხრენი, უთანაგრძნობენ უკარინელ დედებს და ომის დაუყოვნებლ შეჩერებას უსურვებენ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11