მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გარდაიცვალა მაგული ფაშტიანი

გარდაიცვალა მაგული ფაშტიანი

07-03-2022 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 80 წლის ასაკში გარდაიცვალა უნივერსიტეტის უხუცესი თანამშრომელი, აკადემიური საბჭოს მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მაგული ფაშტიანი. ქალბატონმა მაგულიმ 1969 წელს დაიწყო ჩვენს უმაღლეს საინჟინრო სკოლაში მუშაობა და 53 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი გამორჩეული და საუკეთესო თანამშრომელი იყო. მაგული ფაშტიანი დაიბადა 1942 წლის 15 აგვისტოს. 1970 წელს დაამთავრა პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი. 1969 წლიდან, ჯერ კიდევ სტუდენტმა, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტში დაიწყო მუშაობა და გარდაცვალებამდე ერთგულად, მაღალკვალიფიციურად ემსახურებოდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს მაგული ფაშტიანის ოჯახს, ახლობლებს. ასევე, ვუსამძიმრებთ კოლეგებს, ვისაც ნახევარ საუკუნეზე მეტი სამსახურებრივი შეხება ჰქონდა მაგული ფაშტიანთან. ადამიანთან, რომელიც უყვარდა ყველას და რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეგობრობის, ადამიანობისა და კარგი თანამშრომლის ერთგვარი სიმბოლო იყო.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი ცათა შინა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11