მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

გარდაიცვალა რევაზ ქვარცხავა

გარდაიცვალა რევაზ ქვარცხავა

06-03-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ  გარდაიცვალა აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ქვარცხავას მამა, რევაზ ქვარცხავა.

რევაზ შალვას ძე ქვარცხავა დაიბადა 1943 წელს ქ. ოჩამჩირეში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1965 წელს. მუშაობდა პარტიის უფროსის თანამდებობაზე გეოლოგიის სამმართველოში. ბატონ რევაზს დაძიებული აქვს რამდენიმე საბადო, მათ შორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გუმრინის საბადო. იყო საქართველოს გეოლოგიური სამმართველოს საშენ მასალათა ძიების ექსპედიციის წამყვანი გეოლოგი.

ბატონი რევაზი გახლდათ ძალზედ თავმდაბალი, ახალგაზრდებზე მზრუნველი, ყველასათვის კეთილმოსურნე და შემწე ადამიანი. მისი სახელი დიდხანს იცოცხლებს მეგობრებისა და ახლობლების გულში.

უფალმა დაამკვიდროს ბატონი რევაზის უკვდავი სული, სადაც მართალნი განისვენებენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11