2022 წლის 25 თებერვალს გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის გაფართოებულ სხდომაზე მოისმინეს გეოლოგიის პროგრამის დოქტორანტთა I და III კოლოქვიუმების პრეზენტაციები, რომლებიც ახლად გახსნილ სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში გაიმართა. სხდომას გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, სხვა დეპარტამენტების პროფესორებიც ესწრებოდნენ.
კოლოქვიუმების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და დოქტორანტების მიერ ყველა დასმულ კითხვაზე სათანადო პასუხები გაიცა. მოხდა პრეზენტაციების შეჯამება და კოლოქვიუმების შეფასება. დოქტორანტებმა მთლიანობაში საინტერესო და შთამბეჭდავი პრეზენტაციები წარმოადგინეს.
1. დოქტორანტი - მერაბ გაფრინდაშვილი
კოლოქვიუმი - 3: „ქ.თბილისის ტერიტორიაზე არსებული გეოდინამიკური პროცესების შეფასება და გასატარებელი დამცავი ღონისძიებების ანალიზი“
ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ფოფორაძე
კოლოქვიუმი - 3: "ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადოს რეჟიმის ანალიზი და გაზოქიმიური აგეგმვა"
თანახელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნანა ზაუტაშვილი;
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ვახტანგ გვახარია.
3. დოქტორანტი - ნათია ჩომახიძე
კოლოქვიუმი-3: „ოკამის ვულკანური წიდის საბადო“
თანახელმძღვანელები: პროფესორი ნოდარ ფოფორაძე
პროფესორი ალექსანდრე თვალჭრელიძე.
4. დოქტორანტი - თამარ მიქავა
კოლოქვიუმი-1: „დედამიწის ქერქის გეოთერმული პირობები და მათი ურთიერთკავშირი მიწისქვეშა წყლებთან“
ხელმძღვანელი: პროფესორი მარინე მარდაშოვა.
5. დოქტორანტი ანზორ გიორგაძე
კოლოქვიუმი - 1: „მდ. ტეხურის ხეობის გეოლოგიური პირობები“
ხელმძღვანელი: ასოცოცირებული პროფესორი ლევან გორგიძე
6. დოქტორანტი მამუკა ნაცვლიშვილი
კოლოქვიუმი-1: „ხობი 2 ჰესი“-ს ჰიდროტექნიკური კომპლექსის გეოლოგიური მიმოხილვა“
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლევან გორგიძე.
7. დოქტორანტი სოფო ხმიადაშვილი
კოლოქვიუმი-1: „ლუხუმის დარიშხანის საბადოს გავლენა ხეობის მიწისქვეშა წყლებზე და ნიადაგებზე“
ხელმძღვანელი: პროფესორი ნოდარ ფოფორაძე