მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დაიწყო კონკურსი ლიეტუვური ენის საზაფხულო კურსებზე ლიეტუვაში

დაიწყო კონკურსი ლიეტუვური ენის საზაფხულო კურსებზე ლიეტუვაში

28-02-2022


ლიეტუვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების მხარდამჭერი ფონდი აცხადებს კონკურსს ლიეტუვური ენის საზაფხულო კურსებზე ლიეტუვაში.

კონკურსაში მონაწილეობის მისაღებად, დოკუმენტების წარდგენა შეუძლიათ სტუდენტებს (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის), ლექტორებსა და სამეცნიერო მუშაკებს (აუცილებელია ცნობა საქართველოს უნივერსიტეტიდან, რომ ხართ სტუდენტი, ლექტორი ან სამეცნიერო მუშაკი).

პრიორიტეტი ენიჭებათ მათ, ვინც პირველად წარადგენენ დოკუმენტებს საზაფხულო კურსებზე და მათ, ვინც საქართველოში, ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში სწავლობს ლიეტუვურ ენას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მათაც, ვისაც არასდროს უსწავლია ლიეტუვური ენა.

თუ სტუდენტმა ფონდის პროგრამის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საზაფხულო კურსებში 3-ჯერ, მაშინ მას არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში. საჭიროა ამოირჩიოთ ლიეტუვის 4 უნივერსიტეტიდან ერთ-ერთი და პირდაპირ წარუდგინოთ დოკუმენტები. ის ვინც საზაფხულო კურსებზე მოხვდება, მიიღებს 600-630 ევროს ოდენობის სტიპენდიას.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტების წარდგენა:

1. პასპორტის ასლი

2. რეკომენდაცია ( ქართველი პროფესორისგან)

3. ცნობა საქართველოს უნივერსიტეტიდან, რომ ხართ სტუდენტი, ლექტორი ან სამეცნიერო მუშაკი.

4. ცნობა ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრიდან, იმ შემთხვევაში თუ ხართ ცენტრის სტუდენტი და ლიეტუვურ ენას სწავლობთ საქართველოში.

5. სამოტივაციო წერილი, რომელშიც საჭიროა მიუთითოთ თუ რატომ არის თქვენთვის საჭირო ლიეტუვური ენის საზაფხულო კურსები.

ლიეტუვური ენის საზაფხულო კურსები გაიმართება:

1. ვილნიუსის უნივერსიტეტში (2022.07.03 - 2022.08.01; დოკუმენტების რეგისტრაციის დასასრული 2022.03.13);

2. ვიტაუტას დიდის სახელობის უნივერსიტეტში (2022.07.16 - 2022.08.14; დოკუმენტების რეგისტრაციის დასასრული 2022.03.30);

3. კლაიპედის უნივერსიტეტში (2022.07.14 - 2022.08.12; დოკუმენტების რეგისტრაციის დასასრული 2022.03.30);

4. LCC საერთაშორისო უნივერსიტეტში (კლაიპედა) (2022.07.23 – 2022.08.21; დოკუმენტების რეგისტრაციის დასასრული 2022.03.15).


ლიეტუვური ენის საზაფხულო კურსებზე რეგისტრაციისა და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ : https://studyin.lt/learn-lithuanian


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11