საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გია ვოლსკის საჯარო ლექცია გაიმართება
23-02-2022
2022 წლის 24 თებერვალს 16:00 საათზე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-ის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი 100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დიპლომატი გია ვოლსკი ჩაატარებს საჯარო ლექციას თემაზე: „საქართველო საერთაშორისო ფორმატებში, შიდა და საგარეო გამოწვევები“.