საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, გრიგოლ წულუკიძის სამთო ინსტიტუტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა”. კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 29-30 სექტემბერს.
კონფერენციაზე განხილულ იქნება თემები: სამთო საქმისა და გეოლოგიის აქტუალური პრობლემები; მინერალური რესურსების როლი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში; ბუნებრივი საფრთხეები და გარემოს დაცვა; სამთო ტექნოლოგიები; გეოლოგია; გეოფიზიკა; გეოგრაფია.
კონფერენციის ჩატარდება: 29 სექტემბერი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი, 0160, კოსტავას ქ. 77, თბილისი;
30 სექტემბერი - არემჯი რიჩ მეტალს გრუპი, დაბა კაზრეთი, ბოლნისის მუნიციპალიტეტი.
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური.
კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება თეზისების სახით.
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
რეგისტრაციისა და თეზისის წარდგენის ბოლო ვადა - 30. 04. 2022 წ.
განაცხადი კონფერენციაში მონაწილეობაზე ივსება ქართულ და ინგლისურ ენებზე.
თეზისები მიიღება ელექტრონულ ფოსტაზე: msgeorgia2012@gmail.com
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.msgeorgia2012.com
საკონტაქტო პირები: თამარ მიქავა ტელ.: (+995) 599 91 66 19; ასმათ შეყილაძე ტელ.:(+995) 599 70-84-28; ქეთევან გაბარაშვილი ტელ.:(+995) 593 31-73-97.
დეტალები იხილეთ თანდართულ ფაილებში:
1.კონფერენცია.
2.კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადი.