მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მონპელიეს უნივერსიტეტის Polytech Montpellier - საზაფხულო სკოლა "FLOW Summer School of Polytech Montpellier"

მონპელიეს უნივერსიტეტის Polytech Montpellier - საზაფხულო სკოლა "FLOW Summer School of Polytech Montpellier"

21-02-2022

მონპელიეს უნივერსიტეტის Polytech Montpellier საინჟინრო სკოლა  (მონპელიე, საფრანგეთი) ინჟინერიის მიმართულების ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის აცხადებს საზაფხულო სკოლას - FLOW Summer School of Polytech Montpellier

ოთხკვირიანი საზაფხულო სკოლის პროგრამა დაგეგმილია 2022 წლის 23 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით. სტუდენტები საზაფხულო სკოლის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებენ 10 კრედიტს.

სამუშაო ენაა ინგლისური. მიმართულებები - მდგრადი ენერგია და მასალათმცოდნეობა, მონაცემთა ბაზის დამუშავება, კვების ტექნოლოგია.

საზაფხულო სკოლა ფასიანია.

დაინტერესებული პირები უნდა დარეგისტრირდნენ  2022 წლის 6 მარტამდე.

დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ აქ

საკონტაქტო ინფორმაცია:

ელ.ფოსტა: polytech-flow@umontpellier.fr


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11