მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის UNESCO-მ ლოგო შექმნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებებისათვის UNESCO-მ ლოგო შექმნა

17-02-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები ამიერიდან UNESCO-ს უშუალო მონაწილეობითა და მხარდაჭერით, მათი ლოგოს ქვეშ ჩატარდება.

სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებებისათვის UNESCO-მ შესაბამისი ლოგო უკვე შექმნა, რომელიც სტუ-ის ყველა საიუბილეო ღონისძიებაზე გამოჩნდება.

შეგახსენებთ, რომ 2022-2023 წლებში ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნის ფარგლებში საქართველომ, გასული წლის ნოემბერში, იუნესკოს განსახილველად წარუდგინა ნომინაცია - „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების 100 წლისთავი“, რომელიც  გენერალური კონფერენციის 41-ე სესიაზე  დამტკიცდა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილე ღირშესანიშნავი თარიღების ნუსხაში შევიდა.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11