მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს

15-02-2022

კონკურსი ცხადდება შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

·       ადამიანური და ბუნებრივ-რეკრეაციული რესურსების და ეკოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეული);

·       მიწის, წყლისა და ტყის რესურსების განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (1 საშტატო ერთეული);

·       მიწის, წყლისა და ტყის რესურსების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე (0,5 საშტატო ერთეული);

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე: https://gtu.ge/cspfnr/

განცხადებების მიღება იწარმოებს 2022 წლის 11 მარტიდან 15 მარტის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე მისამართზე:

ქ.თბილისი, კოსტავას ქ.#67, X კორპ., V სართ., ოთახი # 503, პასუხისმგებელი პირი რ.ფირცხალავა, ტელ: 599 46 93 07.

კონკურსი ჩატარდება 2022 წლის 22 მარტს.  კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2022 წლის 23 მარტისა საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე ინსტიტუტის https://gtu.ge/cspfnr/   და უნივერსიტეტის https://gtu.ge/ ვებგვერდებზე.

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2022 წლის 28 მარტის ჩათვლით.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის,  მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე https://gtu.ge/cspfnr/ აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) CV - ავტობიოგრაფია;

დ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

ე) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ვ) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ზ) 2 ფოტოსურათი 3X4 და შესაბამისი ჩანაწერი კომპაქტ დისკზე;

თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტისა და ცენტრის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11