მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ოთხ პროფესორს ევროკავშირის ექსპერტის წოდება მიენიჭა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ოთხ პროფესორს ევროკავშირის ექსპერტის წოდება მიენიჭა

14-02-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო"-ს, საერთაშორისო ორგანიზაცია UNIDO-სა და EU4ENVIRONMENT-ის ინიციატივით, ევროკავშირის სამრეწველო კვირეული 2022 -ის ფარგლებში , საერთაშორისო კონფერენცია- „რესურსეფექტური და სუფთა წარმოება, როგორც ეკონომიკის „მწვანე გარდაქმნის “ საშუალება" ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა და ენერგეტიკოსებმა მიიღეს.  

„კონფერენციას წინ უძღოდა UNIDO-ს მიერ განხორციელებული წელიწადნახევრიანი სწავლებები და ტრენინგები, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ტესტირებები. აღსანიშნავია, რომ ტესტირების წარმატებით ჩაბარების შედეგად, მონაწილეებს მიენიჭათ ევროკავშირის მიერ სერთიფიცირებული რესურსეფექტური და სუფთა წარმოების ექსპერტის წოდება. სასიხარულოა, რომ ექსპერტის წოდება მოიპოვეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის თანამშრომლებმა, პროფესორებმა: ბაადურ ჩხაიძემ,  ევტიხი მაჭავარიანმა,  გიორგი გიგინეიშვილმა და ნათია არაბიძემ“ - განაცხადა ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანმა ლენა შატაკიშვილმა.

კონფერენციის ბოლოს EU4energy-ის, UNIDO-ის, ენერგოეფექტურობის ცენტრისა და EU4ENVIRONMENT -ის ხელმძღვანელებმა ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ ნოდარ ქევხიშვილს გაწეული თანამშრომლობისა და მის მიერ ჩატარებული მაღალი დონის ტრენინგებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11