მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით ტელეხიდი გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით ტელეხიდი გაიმართა

14-02-2022


საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოში უკრაინის საელჩოს მხარდაჭერით 100 წლის იუბულესადმი მიძღვნილი ტელეხიდი გაიმართა. სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია უკრაინის პრემიერ- მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ, კარლტონის უნივერსიტეტის, ნორმან პატერსონის 
საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის უფროსმა მკვლევარმა, პროფესორმა ევგენია გაბერმა და საქართველოში უკრაინის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, დიპლომატმა ანდრეი კასიანოვმა წაიკითხეს.

ტელეხიდი „100 საჯარო ლექციის ციკლის ფარგლებში”  გაიმართა და მასში მონაწილეობას, ასევე სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი კახა ძაგანია და ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე დათა ხუფენია იღებდნენ.

პროფესორმა ევგენია გაბერმა წაიკითხა ლექცია თემაზე - „შავი ზღვის აუზის უსაფრთხოება: უკრაინისა და საქართველოს საგარეო გამოწვევები და შესაძლებლობები“. მან მოხსენებაში ყურადება  შავი ზღვის აუზის გეოპოლიტიკურ მნიშვნელობაზე გაამახვილა და რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების ზოგიერთ ასპექტზე ისაუბრა. ევგენია გაბერი ასევე შეეხო აღმოსავლეთ ევროპაში არესბული კონფლიქტის ესკალაციის პერსპექტივებსა და ოფიციალური კიევის პოზიციას. მან მსმენელებს აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირების საკუთარი ხედვა გაუზიარა.

ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. სტუდენტები დაინტერესდნენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში ბელორუსიის როლით; კითხვები დაისვა პირდაპირი, ცხელი ომის პერსპექტივების და უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზე.

ლექციის ბოლოს, საქართველოში უკრაინის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ, ანდრეი კასიანოვმა ისაუბრა უკრაინის მიმართ საერთაშორისო მხარდაჭერაზე, ყირიმის პრობლემის მოგვარების საერთაშორისო მნიშვნელობაზე და საქართველო-უკრაინის პერსპექტივებზე, გახდნენ ევროკავშირის ოჯახის წევრები.

ანდრეი კასიანოვმა დაადასტურა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისადმი მეგობრული დამოკიდებულება და გამოთქვა სურვილი, რომ ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაიმართოს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11