მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინ კონსულტაციების განახლება კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა - ონლაინ კონსულტაციების განახლება კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის

14-02-2022


განახლდა ყოველკვირეული კონსულტაციები Erasmus+ კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის.

Erasmus+ პროგრამასთან დაკავშრებით მიმდინარე წლის პირველი საინფორმაციო შეხვედრა სტუ-ის ადმინსიტრაციის თანამშრომლებთან 28 იანვარს გაიმართა. მორიგი კონსულტაცია სტუდეტებისთვის  ჩატარდება ორშაბათს, 14 თებერვალს, 14:00 საათზე, თანამშრომლებისთვის - პარასკევს, 18 თებერვალს, 11:00 საათზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ, შეუერთდნენ ჯგუფს ფეისბუქ გვერდზე,  გაეცნონ ინფორმაციას უნივერსიტეტის Erasmus+ ვებგ-ვერდზე,   ასევე, გზამკვლევს.

COVID-19 კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოცემულ ეტაპზე შეხვედრები ონლაინ რეჟიმში წარიმართება. დაინტერესებული პირები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას პროექტის, კონკურსში მონაწილეობისთვის საჭირო დოკუმენტაციის შესახებ, ასევე, კონკურსის ჩატარების წესთან დაკავშირებით.

ონლაინ კონსულტაციაზე დასასწრებად საჭიროა webex-ის აპლიკაცია - https://www.webex.com/

შეხვედრის ლინკი

Marika Zviadadze's Personal Room

https://meetingsamer37.webex.com/meet/pr1267627401

შეგახსენებთ: 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს ერაზმუს+ (Erasmus+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11