მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

პროფესორ, სერგო შავგულიძის თანაავტორობით ქართულ ენაზე გამოიცა ოთხი ახალი წიგნი

პროფესორ, სერგო შავგულიძის თანაავტორობით ქართულ ენაზე გამოიცა ოთხი ახალი წიგნი

11-02-2022

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის პროფესორის სერგო შავგულიძის თანაავტორობით ქართულ ენაზე გამოვიდა ოთხი ახალი წიგნი: „ციფრული კავშირის სისტემების შემუშავება რადიოარხებისათვის“; „Wi-Fi: თანამედროვე სტანდარტები და განვითარების ტენდენციები“;  „მეექვსე თაობის (6G) უსადენო საკომუნიკაციო ქსელები და სისტემები“ და „ხელშეშლამდგრადი კოდირების თეორიული საფუძვლები“, რომელთაგან ბოლო მათგანი გამოსცა საგამომცემლო სახლმა „ტექნიკური უნივერსიტეტი“.

სერგო შავგულიძე ტელეკომუნიკაციის დარგის მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტია. გამოქვეყნებული აქვს 180-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, როგორც საქართველოში, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის მაღალრეიტინგულ სამეცნიერო გამოცემებში.

პროფესორი სერგო შავგულიძე ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების ჩასატარებლად და ლექციების ციკლის წასაკითხად მრავალჯერ იყო მიწვეული: გერმანიის დარმშტადტის, კონსტანცის, ულმისა და ესენის; დანიის ლინგბიუს, შვეციის ლინჩოპინგისა და ლუნდის და  ინგლისის ლანკასტერის უნივერსიტეტებში.

2007-2008 წლებში აირჩიეს ნატო-ს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ კომიტეტის საკონსულტაციო ჯგუფის „ინფორმაციისა და კომუნიკაციების უსაფრთხოება“ ექსპერტად (ქ. ბრიუსელი, ბელგია).

2015 წლიდან არჩეულია ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) რადიოსაკომუნიკაციო სექტორის მე-5 შემსწავლელი ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილედ (ქ. ჟენევა, შვეიცარია).

სახელმძღვანელოები ხელს შეუწყობს ცოდნის დონის ამაღლებას სატელეკომუნიკაციო სფეროში.





სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11