მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის ქართულ-ფრანგული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის პირველ კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ

10-02-2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის  ქართულ-ფრანგულ ორდიპლომიან პროგრამას - „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“, რომელიც სტუ-ისა და ფრანგული უნივერსიტეტის რენე-1-ის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, კურსდამთავრებულთა პირველი გამოშვება ჰყავს.

2021 წლის 11 კურსდამთავრებულს 2 თებერვალს დიპლომები საზეიმო ვითარებაში, საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა და სტუ-ის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გადასცეს. დიპლომების გადაცემის ცერემონიას სტუდენტებთან ერთად,  ორივე უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული პროგრამა 2020 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა.

ერთობლივი, ფრანგულ-ქართული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა 60 კრედიტიან მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.  ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტები ორ- ფრანგულ უნივერსიტეტ რენე 1-ისა და სტუ-ის დიპლომს იღებენ. სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუ-ის სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები.

ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს სურსათის უვნვებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორებში გადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ  პროგრამაზე სწავლა უფასოა.

ორდიპლომიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, საპილოტე ლაბორატორიის აშენებაც იგეგმება, რომელზეც სახელმწიფოს მხრიდან 2 მილიონიანი დაფინანსება გამოიყოფა. რძის საწარმოს ექნება პოტენციალი, დღიურად მიიღოს 1 ტონა რძე და დაამზადოს ყველა ტიპის რძის ნაწარმი: პასტერიზებული რძე, იოგურტი, მაწონი, ხაჭო და ოთხივე სახეობის ყველი. საწარმო იქნება მძლავრი სამეცნიერო ბაზა, რძის პროდუქტების მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო კვლევებისათვის.

აქვე აღსანიშნავია, მოლიერის ფონდის მხარდაჭერა, რომელმაც აღნიშნული პროგრამის გაძლიერებისათვის 50 000 ლარი გამოყო.

„წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის, გიგა ქვარცხავას ინიციატივითა და მისი უშალო ხელმძღვანელობით შემუშავდა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11