მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის მობილობის პროგრამა სტუდენტებისთვის - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

09-02-2022

ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) 2022/23 აკადემიურ წლის საშემოდგომო სემესტრისათვის, სტუდენტებისთვის ფილოსოფიის ფაკულტეტზე მობილობას აცხადებს.

პროგრამა 1 სემესტრის განმავლობაში (2022 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით) გაგრძელდება. სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.

სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:

·      არქეოლოგია

·      საარქივო მეცნიერება

·      ისტორია

·      ფილოსოფია

·      პოლიტიკური მეცნიერებები

·      სოციოლოგია

·      სოციალური მუშაობა

უნივერსიტეტი სტუდენტებს საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებელს საკმაოდ შეღავათიან ფასად სთავაზობს. საცხოვრებელის, კვებისა და ტრანსპორტის ხარჯების დასაფარად, სტუდენტისათვის საკმარისია  დაახლოებით 350-550 $.

ფილოსოფიის ფაკულტეტი ახორციელებს შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებს:

არქეოლოგია - არქეოლოგიის დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)

საარქივო მეცნიერება - საარქივო მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)

ცენტრალური ევროპის სწავლა - ისტორიის ინსტიტუტი (MA)

ისტორია - ისტორიის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)

ფილოსოფია - ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)

პოლიტიკური მეცნიერება - პოლიტიკური მეცნიერების დეპარტამენტი (BA, MA, Ph.D.)

სოციალური მუშაობა - სოციალური მუშაობის ინსტიტუტი (BA, MA, Ph.D.)

სოციოლოგია - სოციოლოგიის დეპარტამენტი (BA)

პროგრამა განკუთვნილია საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ გაიღრმავონ ცოდნა ევროპული პოლიტიკის, საზოგადოებისა და აზროვნების შესახებ. პროგრამის მონაწილეები არ იხდიან სწავლის გადასახადს. პროგრამა არ ითვალისწინებს სტიპენდიას. სწავლების ფორმატს (ონლაინ- თუ დასწრებით), მობილობის პერიოდში ეპიდვითარების მიხედვით, განსაზღვრავს მიმღები უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან შესაძლებელია 4 სტუდენტის მობილობა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში სააპლიკაციო განაცხადების  წარდგენის ბოლო ვადა: 2022 წლის 18 თებერვალი.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები უნდა გადააგზავნონ შემდეგ ელ.ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge.

უცხო ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 2022 წლის 22 თებერვლამდე.

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 24 თებერვლამდე.

ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში წარსადგენად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.  

საკონტაქტო პირი:

ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)

კოორდინატორი

საერთაშორისო ოფისი

 ელ.ფოსტა: tomas.hercik@uhk.cz


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11