მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - უფასო ინტენსიური ონლაინ სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის 2022

ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი - უფასო ინტენსიური ონლაინ სასწავლო კურსები სტუდენტებისთვის 2022

04-02-2022

პოლონეთის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Rzeszów University of Technology - RUT)  ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს უფასო ინტენსიურ ონლაინ სასწავლო კურსებს 2022 წლისათვის, შემდეგი მიმართულებებით:

1. საწარმოო პროცესების დიგიტალიზაცია (Digitalization of production processes) (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 28.02.2022);

2. კომპიუტერზე ორიენტირებული კვლევის ტექნიკა (Computer aided research techniques) - სამეცნიერო დისციპლინებსა და საწარმოო სექტორს შორის ინტერდისციპლინარული  კოლაბორაცია (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 25.04.2022);

3. საწარმოო ფირმების დისტანციური მუშაობა (Distance work of industrial firms) -  შესაბამისი მეთოდებისა და საშუალებების გაუმჯობესება (სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა13.06.2022).

თითოეული კურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ. 

სასწავლო კურსებში სტუდენტთა რეკრუტირებასთან და მონაწილეობასთან დაკავშირებული რეგულაციები იხილეთ აქ.  

განაცხადების მიღების (რეკრუტირების პროცესი) ორსაფეხურიანია:

1. შესაბამისი ფორმების შევსება ონლაინ რეჟიმში; 

2. მიმღები უნივერსიტეტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის შესაბამისი დასკანერებული ასლების გადაგზავნა.

ზემოაღნიშნული კურსები შემოთავაზებულია პროექტის  ფარგლებში „ციფრული მეწარმეობა: ტრეინინგი სტუდენტებისათვის“ ("Digital industry: trainings for students"),   რომელიც მიმდინარეობს SPINAKER NAWA პროგრამის ფარგლებში - ინტენსიური საერთაშორისო კურიკულუმი (Intensive International Curricula - IMPK).

სტუდენტს შეუძლია მხოლოდ 1 სასწავლო კურსში მიიღოს მონაწილეობა და სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მას შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცემა.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მიმდინარეობს რეკრუტირების პროცესი მეორე ნაკადისათვის, რომელიც 2022 წლის დასაწყისიდან გამოცხადდა. პირველ ნაკადში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ექვსმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა და სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მათ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატებიც გადაეცათ.

კონტაქტი:

ელ.ფოსტა: di@prz.edu.pl

ტელ.: +48178651282


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11