მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსს აცხადებს

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების 2022 წლის კონკურსს აცხადებს

03-02-2022


კონკურსის მიზანია, ახალი ცოდნის შექმნა, ახალი იდეებისა და კონცეფციების, მოვლენებისა და ფაქტების, თეორიებისა და მოდელების თეორიულ და ექსპერიმენტულ შესწავლა-ანალიზი, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყანაში სოციალურ-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საზოგადოებრივ, კულტურულ და საინფორმაციო-ტექნოლოგიურ პროგრესს. კონკურსი ხელს უწყობს კონკურენტული კვლევითი გარემოს შექმნას, გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარებას, კვლევების მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ინტერნაციონალიზაციას, კვლევის პროცესის ინტეგრაციას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სასწავლო პროცესში და ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო პოტენციალის ზრდას მათი ჩართვით კვლევაში.

კონკურსის ძირითადი პირობები

პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი საგრანტო დაფინანსება და პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ სქემას:


პროექტის ბიუჯეტში ფონდიდან მოთხოვნილი თანხის ხარჯვა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

·      ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს წელიწადში, თუ პროექტის ძირითად პერსონალში არ არის ჩართული ახალგაზრდა მეცნიერი;

·      პროექტში ერთი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში ძირითადი პერსონალის საგრანტო დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 45000 ლარს, ხოლო ორი ან მეტი ახალგაზრდა მეცნიერის ჩართვის შემთხვევაში - 50000 ლარს;

·      პროექტში ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის ჩართვის შემთხვევაში, პროექტის ბიუჯეტი უნდა ითვალისწინებდეს ახალგაზრდა მეცნიერ(ებ)ის საგრანტო დაფინანსებას თითოეულ საანგარიშო პერიოდში და უნდა შეადგენდეს არანაკლებ 9000 ლარს წელიწადში თითოეული ახალგაზრდა მეცნიერისათვის;

·      დამხმარე პერსონალის შრომის ანაზღაურება არ უნდა აღემატებოდეს ჯამში 5 000 ლარს წელიწადში;

·      ზედნადები ხარჯები - წამყვანი და თანამონაწილე ორგანიზაციების ბაზაზე პროექტით დაგეგმილი ამოცანების განხორციელებისათვის აუცილებელი არაპირდაპირი ხარჯების საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი დაფინანსების 5%-ს.

კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:

·      ელექტრონული რეგისტრაცია - 2022 წლის 1-ელი თებერვლიდან - 30 მარტის 16:00 საათამდე;

·      კონკურსის ელექტრონულ ფოსტაზე კითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა - 2022 წლის 25 მარტის ჩათლით;

·      ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები 7 თებერვალი, 21 თებერვალი,7 მარტი, 21 მარტი 15:00 საათი (კონსულტაციების ბმული ხელმისაწვდომი იქნება კონსულტაციამდე 2 დღით ადრე)

·      ფონდის კანცელარიაში კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენის ბოლო ვადა- 2022  წლის 12 აპრილის 16:00 საათამდე;

·      რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა - 2022 წლის აპრილი - მაისი

·      შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ - 2022 წლის მაისი

·      კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება დამოუკიდებელი ექსპერტების/ექსპერტთა ჯგუფ(ებ)ის მიერ - 2022 წლის მაისი - დეკემბერი

·      დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებისგან მიღებული შეფასებების საფუძველზე სამეცნიერო მიმართულებების მიხედვით პროექტების რანჟირებული სიების შედგენა და დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების გამოვლენა - 2023 წლის იანვარი

·      დასაფინანსებლად შერჩეული პროექტების საბოლოო სიის დამტკიცება ფონდის გენერალური დირექტორის მიერ და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - 2023 წლის იანვარი-თებერვალი

·      საგრანტო ხელშეკრულებების გაფორმება და დაფინანსება - 2023 წლის თებერვალი - მარტი

კონკურსისათვის საჭირო დოკუმენტაციის, რეგისტრაციისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ დეტალური ინფორმაცია, იხილეთ აქ.  


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11