ცხადდება კონკურსი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად (QUARMEN - QUAntum Research Master-level Education Network).
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთათვის გამოყოფილია 20 სტიპენდია (სპეციალობა - ფიზიკა). კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ისწავლიან ოთხ უნივერსიტეტში, ესენია: პარი-საკლეს უნივერსიტეტი (საფრანგეთი), რომის საპიენცას უნივერსიტეტი (იტალია), პორტოს უნივერსიტეტი (პორტუგალია) და ტორონტოს უნივერსიტეტი (კანადა).
დაინტერესებულმა პირებმა სააპლიკაციო განაცხადი 2022 წლის 3 აპრილამდე უნდა შეიტანოს პროექტის ვებ-გვერდზე.