მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ISEN Lille უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (საერთაშორისო კვირეული) (განმეორებითი კონკურსი)

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ISEN Lille უნივერსიტეტში - 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი (საერთაშორისო კვირეული) (განმეორებითი კონკურსი)

31-01-2022


ISEN Lille უნივერსიტეტი (Junia ISEN Lille) (ლილი, საფრანგეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში განმეორებით აცხადებს კონკურსს 2021/22 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2022 წლის 18 თებერვალი.

უცხო ენაში შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება ჩატარდება 2022 წლის 22 თებერვლამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 24 თებერვლამდე.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს.

აკადემიური პერსონალის მობილობა ითვალისწინებს ISEN Lille უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, 2022 წლის 21-25 მარტს დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 აკადემიური პერსონალის მობილობა ISEN Lille უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია ჩაშენებული ელექტრონიკის, დიდი მონაცემების (Big Data), პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერინგის მიმართულებები).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11