მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

31-01-2022


ილდიზის ტექნიკური უნივერსიტეტი (Yildiz Technical University  – YTU) (სტამბოლი, თურქეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის, KA107 პროექტის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (II სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.03.2022

უცხო ენაში ტესტირება ჩატარდება 2022 წლის 15 მარტამდე

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.   

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში წარსადგენი სააპლიკაციო დოკუმენტაცია, სამგზავრო ხარჯები,  ასევე, სხვა დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი სასწავლო კურსების ჩამონათვალი და აკადემიური კალენდრის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.  

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხო ენის ფლობის შესაბამისი მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველს ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურის 1 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: ბიზნესადმინისტრირება და ბიოსამედიცინო ინჟინერია).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11