მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023

სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023

26-01-2022


საფრანგეთის მთავრობა, კამპუს ფრანსი და განათლების საერთაშორისო ცენტრი მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად, ქართველ სტუდენდებს საფრანგეთში სტიპენდიებს სთავაზობენ. მათ აქვთ შესაძლებლობა, ფრანგულ ან ინგლისურენოვან პროგრამებზე სრული დაფინანსება მოიპოვონ.

"სამაგისტრო სტიპენდიები საფრანგეთში 2022-2023" მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

განათლება

სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია

ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა

ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკა

ჰუმანიტარული მეცნიერებები

სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია

სამართალი

მენეჯმენტი

საჯარო მმართველობა

დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ან სწავლობდეს დამამთავრებელ კურსზე, უნდა იყოს არა უმეტეს 30 წლისა და ფლობდეს ფრანგულ ან ინგლისურ ენას (მინუმუმ B2 დონე). ფრანგული ენის ცოდნა მიიჩნევა პრიორიტეტად. 

 

განცხადებები მიიღება 2022 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, განათლების საერთაშორისო ცენტრის ვებ-გვერდზე, ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ქალბატონ ნათია მსხალაძეს, ელ.ფოსტაზე: natia.mskhaladze@institutfrancais.ge


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11