2022 წლის 26-27 მაისს კასტილია-ლა მანჩის უნივერსიტეტში (ტოლედო, ესპანეთი) ბიზნესის კვლევებსა და მენეჯმენტში პირველი საერთაშორისო კონფერენცია: „COVID-19 პანდემიით გამოწვეული აქტუალური პრობლემები“ ჩატარდება. ღონისძიების ორგანიზატორები რომის უნივერსიტეტი „ტორ ვერგატა“ და უნივერსიტეტი კასტილია-ლამანჩა არიან.
კონფერენცია შერეული ფორმატით ტარდება, რაც გულისხმობს, როგორც ფიზიკურ, ისე ონლაინ დასწრებას.
აბსტრაქტის წარდგენა შესაძლებელია, 2022 წლის 24 იანვრიდან 3 აპრილამდე. მონაწილეობის საფასურია- 80 ევრო (სტუდენტებისთვის - 40 ევრო), ონლაინ მონაწილეობის შემთხვევაში - 50 ევრო (სტუდენტებისთვის - 25 ევრო).
კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომებიდან სტატიები გამოსაქვეყნებლად შემდეგი ინდექსირებული ჟურნალებისთვის შეირჩევა:
• Business System Research Journal (Scopus and ESCI indexed)
• Journal of Information and Organizational Sciences (Scopus and ESCI indexed)
• Management: Journal of Sustainable Business and Management Solutions in Emerging Economies (EBSCO indexed)
კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.