მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის 15 სტუდენტი ქართულ-ამერიკულ კომპანიაში CA design U.S. გაივლის სტაჟირებას

სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის 15 სტუდენტი ქართულ-ამერიკულ კომპანიაში CA design U.S. გაივლის სტაჟირებას

25-01-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის 15 სტუდენტი, აღნიშნული ფაკულტეტის შესარჩევი კონკურსის ფარგლებში ჩატარებული გასაუბრების შედეგად, ქართულ-ამერიკულ კომპანიაში CA design U.S. გაივლიან სტაჟირებას.  

„ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ისეთ კომპანიაში, როგორიცაა ქართულ-ამერიკული კომპანია CA design U.S.-ი, სტაჟირება არის შესანიშნავი შესაძლებლობა მიიღონ პრაქტიკული ცოდნა, ხოლო კომპანიისთვის - მოიზიდოს ახალი კადრები. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ პროფესიონალი კადრების არსებობა არის სამშენებლო დარგის განვითარების საწინდარი.“ - აცხადებს სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი ზურაბ გვიშიანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, სამშენებლო ფაკულტეტსა და ქართულ-ამერიკული კომპანია CA design U.S-ის თანამშრომლობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს გაეცნონ და დაეუფლონ სხვადასხვა ტექნოლოგიას, მათთვის საინტერესო სეგმენტში მოსინჯონ ძალები და პრაქტიკული მეცადინეობების შემდგომ, სასურველი მიმართულების პროფესია აირჩიონ.

კომპანია ტექნიკური უნივერსიტეტის საუკეთესო მოსწრების მქონე სტუდენტებს, არჩეული სპეციალობის მიხედვით გაანაწილებს და პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების შესაძენად, სათანადო პირობების შეუქმნის. სტაჟირების შემდგომ, განიხილება უნივერსიტეტის სტუდენტთა კომპანიაში დასაქმების საკითხი.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11