მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ზამთრის სპორტის სახეობებთან დაკავშირებული ღონისძიება ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში

ზამთრის სპორტის სახეობებთან დაკავშირებული ღონისძიება ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში

25-01-2022


2022 წლის 17-დან 20 მარტის ჩათვლით, თურქეთში, ერზრუმის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ETU) ზამთრის სპორტის სახეობებების შესაძლებლობების გაცნობის მიზნით ღონისძიება ჩატარდება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიების მიზანია, ქალაქ ერზრუმში ზამთრის სპორტის შესაძლებლობების გაცნობა, აღნიშნულ საკითხზე იდეების გაცვლა და დისკუსიების გამართვა, ასევე, ზამთრის სპორტის შესაძლო სამომავლო პროექტებსა და კონსორციუმებზე ვორკშოპის ჩატარება.

ღონისძიებაზე დასწრება მსურველებს, სრულიად უსასყიდლოდ შეუძლიათ. ETU მათ თითქმის ყველა ხარჯს დაუფარავს, გარდა თურქეთამდე მგზავრობის საფასურისა. უნივერსიტეტი მონაწილეებს ლანჩით, ვახშმითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფს.

ღონისძიების პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ აქ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, რომლებიც დაინტერესდებიან აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობით, ვთხოვთ, დაუკავშირდნენ სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის განყოფილებას. საკონტაქტო პირი - სალომე არევაძე:  +995 557 571 321

განაცხადის ფორმა უნდა შეივსოს 2022 წლის 15 თებერვლამდე და გაიგზავნოს შემდეგ ელ.მისამართზე - international@erzurum.edu.tr 

შერჩეული პირები მიიღებენ, ზამთრის ღონისძიებაზე მიწვევის წერილებს.

 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11