მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ'აკვილას უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ლ'აკვილას უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

25-01-2022


ERASMUS+  გაცვლითი პროგრამა ლ'აკვილას უნივერსიტეტში - 2022/23 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ლ’აკვილას უნივერსიტეტი (University of L'Aquila – UNIVAQ)   (ლ'აკვილა, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს 2022-2023 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი).

შერჩევის პროცედურა:

მაგისტრატურის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.03.2022.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე.

ლ'აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.  

იტალიური ენისა და კულტურის კურსების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ

ლაკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმა სტუდენტებისთვის https://erasmus-plus.ec.europa.eu/resources-and-tools/learning-agreement              იხილეთ აქ

სტუდენტს მოეთხოვება მინიმუმ 30 ECTS კრედიტის დაგროვება ერთი სემესტრის განმავლობაში.

შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს, რომელსაც აქვს შეფასების მაღალი საშუალო ქულა (GPA) და უცხოური ენის ფლობის შესაბამისი, მაღალი დონე (B2).

ერთნაირი მონაცემების არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭებათ კონკურსანტებს, რომლებსაც მანამდე არ მიუღიათ გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, Erasmus+ მობილობის პროგრამების ფარგლებში.

ასევე, უპირატესობა მიენიჭება სოციალურად დაუცველ ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს.

(უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია მაგისტრატურის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს უნივერსიტეტებიდან ლ’აკვილას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი საგანმანათლებლო კურსები: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია, ბიოტექნოლოგია).

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 11.03.2022.

ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 15 მარტამდე.

გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან ჩატარდება 2022 წლის 21 მარტამდე.

ლ’აკვილას უნივერსიტეტში Erasmus+ გაცვლითი პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, სააპლიკაციო ფორმა თანამშრომლებისთვის https://erasmus-plus.ec.europa.eu/resources-and-tools/mobility-and-learning-agreements/mobility-agreement                  იხილეთ აქ

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხო ენის ცოდნის დონე და მოტივაცია.

აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება ლ’აკვილას უნივერსიტეტში ნომინირების შემდგომ, მიმღებ ფაკულტეტებთან შეთანხმების მიხედვით, საშემოდგომო სემესტრის განმავლობაში (განსაზღვრულია 1 აკადემიური/ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა საქართველოს უნივერსიტეტებიდან ლ’აკვილას უნივერსიტეტში. პრიორიტეტულია შემდეგი მიმართულებები: მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ელექტრონული ინჟინერია, ბიოტექნოლოგია).


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11