მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ქეთევან კოტეტიშვილი

ქეთევან კოტეტიშვილი

23-01-2022


ჩვენს გვერდით აღარ არის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ჩვენი უძვირფასესი კოლეგა და ყველასთვის უსაყვარლესი ადამიანი, პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.

ქალბატონი ქეთევანი იყო საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ერთ-ერთი დამფუძნებელი,  საქართველოში იულიხის კვლევითი ცენტრისა და სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ერთობლივი პროგრამების კოორდინატორი და დამფუძნებელი („ქართულ-გერმანული სკოლა“ და „შემოდგომის ლექციები თბილისში“), ამერიკის შეერთებული შტატების ელექტრონიკისა და ინჟინერიის ასოციაციის (IEEE ) წევრი და რეცენზენტი, საერთაშორისო ჟურნალ- Journal of Pharmaceutical and Applied Chemistry სარედაქციო საბჭოს წევრი. ასევე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საავტორიზაციო საბჭოს წევრი. მისი ავტორობით გამოცემულია, 9 სახელმძღვანელო და 134 სამეცნიერო სტატიია.

ქეთევან კოტეტიშვილი დიდი დანაკარგია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის, განსაკუთრებით კი, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისთვის. ის იყო თავისი საქმის უდიდესი პროფესიონალი, ძლიერი, ობიექტური, უღალატო, ერთგული მეგობარი და ყველა ღირსებით შემკული ადამიანი. ის მის კოლეგებს დაგვაკლდება, არა მარტო, როგორც პროფესიონალი, არამედ როგორც უსაყვარლესი მეგობარი.  

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის თითოეული თანამშრომელი, ქალბატონი ქეთევანის სტუდენტებთან ერთად, დიდი გულისტკივილით ვუსამძიმრებთ ყველას უდიდეს დანაკარგს და ამ უმძიმეს წუთებში, თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.  


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11