მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი 10 წლისაა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი 10 წლისაა

17-01-2022


2022 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საიუბილეო წელია – 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში არაერთი ღონისძიება გაიმართება, მათ შორის, დაგეგმილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრის 10 წლის იუბილეს აღნიშვნა. ღონისძიებას ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა დაესწრება.

ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრი 2012 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ლიეტუვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და ლიეტუვის განათლების სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა. ცენტრი სტუ-ს სტუდენტებს ლიეტუვური ენის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს. კურსების წარმატებით დასრულების შემდეგ მათ შეუძლიათ სწავლა ლიეტუვაში განაგრძონ. განსაკუთრებული მიღწევების შემთხვევაში ისინი ლიეტუვის მთავრობისგან სტიპენდიას იღებენ და სწავლას სამაგისტრო პროგრამებზე აგრძელებენ. გარდა ამისა, ცენტრი სტუ-ს სტუდენტებს ენის შემსწავლელ ერთთვიან კურსებსაც სთავაზობს ლიეტუვაში. 10 წლის განმავლობაში აღნიშნული პროგრამით 250-ზე მეტმა სტუდენტმა ისარგებლა. 

ლიეტუვური ენის შესწავლასთან ერთად ცენტრი ყველა მსურველს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნოს ლიეტუვის ისტორიას, მის კულტურასა და წეს-ჩვეულებებს. აღსანიშნავია, რომ ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა აქტიურად იღებს მონაწილეობას ცენტრის ყოველდღიურ საქმიანობაში და დიდ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩი ჩვენს ქვეყანაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ოქტომბრის თვეში, ახალი სასწავლო წლის დაწყებისას, დაგეგმილია მთავარი საიუბილეო ღონისძიება, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები უცხოეთიდან – აკადემიური წრეების წარმომადგენლები.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11