მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ბექა გურული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 2022 წლის ჩემპიონია

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ბექა გურული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს 2022 წლის ჩემპიონია

14-01-2022


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტმა, ბექა გურულმა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 23-წლამდელთა შორის საქართველოს 2022 წლის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სტუ-ის მევენახეობა-ენოლოგიის საბაკალავრო პროგრამის პირველკურსელი, ბექა გურული ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრების წევრი და მრავალი საერთაშორისო შეჯიბრის გამარჯვებულია. 2017 წელს ის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო პრიზიორი გახდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, კანცლერი კარლო კოპალიანი, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი გიგა ქვარცხავა, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ბექა გურულს საქართველოს ჩემპიონობას ულოცავენ და კიდევ მრავალ ღირსეულ გამარჯვებას უსურვებენ.

საქართველოს ჩემპიონატი 23-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 2022 წლის 11-12 იანვარს, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ეგიდით ჩატარდა.



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11