მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი

83 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯანსუღ (ჯანო) ბაგრატიონი

14-01-2022

მსოფლიოს სპორტულ სამყაროში ქართული სპორტი დიდი ხანია ღირსეულ ადგილს იკავებს, რისი ერთ-ერთი მთავარი შემოქმედიც, ლეგენდარული პიროვნება, ბატონი ჯანსუღ ბაგრატიონია.

 თბილისის I საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯანო ბაგრატიონი ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (სპი) მსუბუქი მრეწველობის ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც, 1963 წელს ინსტიტუტშივე განაგრძო მუშაობა. 1974 წელს კი, მწვრთნელის კვალიფიკაციით საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი დაამთავრა.

 1973-1984 წწ. მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ფიზაღზრდისა და სპორტის კათედრის გამგედ. ჯანო ბაგრატიონის კათედრის გამგეობის წლებში გაფართოვდა მომავალ ინჟინერთა სპორტული სასწავლო-საწვრთნელი ბაზები, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სპორტის სათამაშო სახეობათა დარბაზი, აშენდა და აღიჭურვა ლესელიძის სპორტულ-გამა­ჯან­საღებელი ბაზა, სპი-ს პირველ სასწავლო კორპუსში განახლდა და ამოქმედდა მანამდე დაკონსერვებული საცურაო აუზი და სხვა. ასევე ყოფილი საბჭოთა კავშირის სტუდენტური თამაშების კომპლექსურ ჩათვლაში სპი-ს სპორტულმა გუნდმა სამჯერ ზედიზედ მოიპოვა საერთო გუნდური პირველი ადგილი.

ბატონი ჯანო იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინს­ტი­ტუტის სახელგანთქმული საესტრადო ორკესტრის სო­ლის­ტი. 1984-1987 წწ. იყო თბილისის სპორტის კომიტეტის თავმ­ჯ­დომარე, 1987-1991 წწ. - საქართველოს სახელმწიფო სპორ­ტ­კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 1991-1993 წწ. -- საქართველოს სპორტისა და ტურიზმის მინისტრის მოად­გილე, 1993-1994 წწ. - საქართველოს სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, 1994 წლიდან საქართველოს სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1999-2004 წწ. - საქართველოს პარ­ლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, 2004 წლიდან - საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საპატიო პრეზიდენტი. იყო თბილისის საერთაშორისო საქ­ველ­მოქმედო კლუბ „პანატლონის“ პრეზიდენტი, 1996-2004 წწ. -საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, 1999-2004 წწ. - საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. 1998 წ. მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილ­დოე­ბული იყო ვახტანგ გორგასლის მე-2 ხარისხის ორდენით.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11