მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი რიგით მე-2 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას: „ აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ უმასპინძლებს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი რიგით მე-2 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას: „ აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ უმასპინძლებს.

14-01-2022

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით, მეორედ მოიპოვა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის „ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების" გრანტი და 2022 წლის 25-31 მაისს რიგით მე-2 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლას: „აფხაზეთი: შუა საუკუნეებიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ უმასპინძლებს.

აღნიშნილ პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცენტრი იმ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი,დოქტორი) იწვევს, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს ქართველოლოგიური კვლევები, საქართველოს, განსაკუთრებით კი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.

სკოლის მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - ისტორიის გააზრება შუა საუკუნებიდან დღემდე, სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამება, აქტუალური საკითხების წინ წამოწევა, აფხაზეთის ისტორიული და კულტუროლოგიური კვლევების სხვადასხვა მიმართულებების მიხედვით, სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, თანამშრომლობითი ურთიერთობების განვითარება.

სკოლის სამუშაო პროგრამა მოიცავს 5 სასწავლო მოდულს, რომელთა ფარგლებშიც ლექციები, დისკუსიები და სხვა აქტივობები ჩატარდება. სამუშაო ენები კი, ქართული და ინგლისურია.

საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველები საკონკურსო პირობების საფუძველზე შეირჩევიან. დაინტერესებულმა პირებმა 2022 წლის 01 თებერვლამდე უნდა გამოაგზავნოთ შევსებული სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2022 წლის 10 თებერვლისა.

 

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ცენტრის საიტსა www.manuscript.ge / https://manuscript.ge/12919-2/. და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებგ-ვერდს. https://bit.ly/3pCCCeT


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11