მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

რეზო ამაშუკელი გარდაიცვალა

10-01-2022

დღეს ცნობილი პოეტი და ფილოლოგი, თბილისის საპატიო მოქალაქე, რეზო ამაშუკელი 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან შემოქმედებითი მოღვაწეობა 1957 წლიდან დაიწყო და მას მერე არაერთი პოეტური კრებული გამოსცა.

რეზო ამაშუკელი იყო  საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი (1986 წელი), შოთა რუსთაველის საზოგადოების თავჯდომარის მოადგილე (1988-89 წლებში), საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თავჯდომარის მოადგილე (1993 წელი), ასევე კულტურის მინისტრის მოადგილე (1998) .

რეზო ამაშუკელი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, იყო გალაქტიონ ტაბიძის სახელობის პრემიისა და საქართველოს კომკავშირის პრემიის ლაურეატი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამძიმარს უცხადებს ბატონო რეზოს ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11