მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კულტურის პალატის მრავალწლიან საშობაო ტრადიციას უერთდება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კულტურის პალატის მრავალწლიან საშობაო ტრადიციას უერთდება

06-01-2022


6 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი  კულტურის პალატის მრავალწლიან ტრადიციას შეუერთდა და წინასაშობაოდ სათნოების სახლ “კათარზისს”  ესტუმრა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები სათნოების სახლს საახალწლო საჩუქრებით ესტუმრნენ და  ბენეფიციარებს ახალი წელი და დამდეგი შობა მიულოცეს.

„მოხარული ვარ, რომ კულტურის პალატის მრავალწლიანი ტრადიცია, უკვე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად გრძელდება. ჩვენც დავბერდებით, აკეთე სიკეთე და გაახარე ის ადამიანები ვისაც ჩვენი დახმარება და გვერდში დგომა ესაჭიროება- ეს არის ჩვენი  კამპანიის სლოგანი.“-  განაცხადა საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დავით ოქიტაშვილმა.

ხვალ , 7 იანვარს საქართველოს კულტურის პალატისა და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები უკვე ქალაქ გორის წმინდა ნინოს სახელობის ტაძარს ეწვევიან, სადაც დეკანოზ დავით კასრაძესთან ერთად შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, შიდა ქართლის საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს მიულოცავენ.


 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11